საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 370-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 370-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განთავსდა. არსებული სტატისტიკის მიხედვით ინფიცირებულთა რიცხვს 22 პაციენტი დაემატა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, კორონავირუსი 77-მა მოქალაქემ დაამარცხა.