ძლიერი ქარი გორში - დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანებულია 20-მდე საცხოვრებელი სახლი. დაზიანებულია იმ შენობის სახურავიც, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ბაღის მშენებლობამდე დაიქირავა.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, ქალაქის მერი კოტე თავზარაშვილი, დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და დახმარება აღუთქვა. 

მათივე ინფორმაციით, ზარალის დეტალური შესწავლის შემდეგ, მერია ადგილობრივებს დაეხმარება.