2 პატარა მიწისძვრა მოხდა თბილისთან - სეისმური მონიტორინგის ცენტრის განცხადება

მიწისძვრის ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი.

ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოხდა 2 პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში.

,,მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი. 

შესაბამისად, დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი.

მოხდა 2 პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში.

მომხდარი მიწისძვრები თავისი სიძლიერით ძალიან პატარებია, ასეთი კლასის მიწისძვრები ჩვენს ვებგვერდზე არ ქვეყნდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.