ცნობილია, როდის იქნება შესაძლებელი ციხეებში საახალწლო ამანათების შეგზავნა

პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების შეგზავნა 30 და 31 დეკემბერს იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

„ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება კანონით განსაზღვრული წესით მოხდება 30 და 31 დეკემბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ უწყებაში.