აჭარაში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულია არასრულწლოვანი

მახინჯაურში, გვიან ღამით მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა. 

დაღუპულია ოჯახის სამი წევრი. დაშავებულია 7 ადამიანი. ისინი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს. დაკავებულია მძღოლი.

Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლით.