აჭარაში COVID-19-ით 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცს, რომელიც კლინიკა "მედინაში" გარდაიცვალა, მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

"პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. მას აღენიშნებოდა: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო კრიტიკული, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ბრინქოპნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. კლინიკის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, პაციენტი მოთავსდა იზოლირებულად და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

აუღეს ნიმუში „პისიარ“ კვლევისთვის, დადასტურდა „კოვიდ-19“. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, მკურნალობა წარიმართა გაიდლაინის შესაბამისად, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაიცვალა 11 ოქტომბერს," - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

აღნიშნული შემთხვევა, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე ფაქტია.

გარდაცვლილთა რაოდენობა დღეს 93-მდე გაიზარდა.