აჭარაში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა 

აჭარაში კორონავირუსი კიდევ  ორ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოკვლეული 297 პირიდან ორ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი მძღოლები არიან.

კორონავირუსი ორივე პირს ცხელების ცენტრში დაუდასტურდა, სადაც ისინი საზღვრიდან გადაიყვანეს. 

ორი თვეა, აჭარაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევა დღემდე არ დაფიქსირებულა.