აჭარაში კორონავირუსის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული პაციენტი ერთ-ერთია 15 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან. მისი ინფიცირების წყაროც უცნობია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული ქალია, რომელიც ცხელების ცენტრში რესპირატორული ჩივილებით მოათავსეს, ლაბორატორიული კვლევის პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა.

ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში გადაიყვანეს. აღნიშნულ ცენტრში ამ დროისთვის 19 პაციენტი მკურნალობს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.