აჭარაში კორონავირუსზე 372 ტესტის პასუხი ცნობილია

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დღესაც არ დაფიქსირებულა. გასული 24 საათის განმავლობაში ლაბორატორიაში 372 ანალიზი შევიდა. ყველა პასუხი უარყოფითია.

რეგიონში უკვე გამოკვლეულია 5000-მდე პირი. მათ შორის 1000 მედიკოსია.