აჭარაში საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ვაქცინაცია მიმდინარეობს

აჭარაში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომელთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. 

საბავშვო ბაღების თანამშრომლების ერთი ჯგუფი დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა. ვაქცინირებულია 200 თანამშრომელი. მათი საერთო რაოდენობა კი 1 300-ს შეადგენს. 

რეგიონის მასშტაბით ვაქცინაციის საშუალო დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 1 100-ია. ამ ეტაპზე 4 ტიპის ვაქცინით ვაქცინაცია მიმდინარეობს. მათ შორის "სინოფარმსა" და "სინოვაკს" წინასწარი რეგისტრაცია არ სჭირდება.