აჭარის მთავრობის სახლთან დემონსტრანტები რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ

აჭარის ა/რ-ის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი მოთხოვნაა, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ჩატარდეს.

ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი დოკუმენტი მიიღეს, რომელსაც „თავისუფლების გრაგნილი“ ჰქვია.