აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტს დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება

ქედაში ამ დრომდე ინტენსიურად თოვს, თოვლის საფარი დაბლობში 20 სმ-ია, მაღალ სოფლებში 70 სმ-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელია.
"აჭარის საგზაო დეპარტამენტი დილიდან აწარმოებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს, ამ ეტაპზე 6 მიმართულებით.
მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია ამ დროისთვის ნაწილობრივ მიეწოდება, მიმდინარეობს ენერგო-პრო ჯორჯიას მობილური ჯგუფების მიერ აღდგენითი სამუშაოები"
,- აღნიშნულია ქედის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.