აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს - PHOTO

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ტელევიზიის ახალი ამბების გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მიერ წარდგენილი პროექტი მრჩეველთა საბჭოს წევრებმა დაამტკიცეს, მაუწყებელში არსებულ სამსახურების უფროსებს მოადგილეები აღარ ეყოლებათ, ახალი ამბების სამსახურის უფროსის წინააღმდეგ კი დისციპლინური წარმოება უკვე მიმდინარეობს.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია, ქუთაისსა და თბილისშიც არის დაანონსებული.