აჭარის ტელევიზია დახურულია

აჭარის ტელევიზია ამ დროისთვის დახურულია, თუმცა მაუწყებლობა გრძელდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ფირუზ ბოლქვაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ ადგილზე. ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება სწრაფი ტესტირება. ასევე დადგინდება მათი კონტაქტები. ტესტირების პასუხების მიღების შემდეგ გადაწყდება როდის გააგრძელებს ტელევიზია ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. 

"ტელევიზია დახურულია. მაუწყებლობა გრძელდება, მაგრამ საინფორმაციო გამოშვებები ვერ გავა. ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება სწრაფი ტესტირება. პასუხები, საშუალოდ, იქნება 24 საათში, ეს დამოკიდებულია ლაბორატორიების გადატვირთულობაზე. პასუხების მიღების შემდეგ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით გადაწყდება, როდის შეძლებს ტელევიზია ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. ასევე დადგინდება ინფიცირებულის ყველა კონტაქტი და მათაც ჩაუტარდებათ ტესტირება", - განუცხადა Report.ge-ის ფირუზ ბოლქვაძემ. 

ცნობისთვის, აჭარის ტელევიზიის ერთ თანამშრომელს გუშინ დაუდასტურდა COVID-19.