აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილის საგანგებო განცხადება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. ტელევიზიის გუნდმა დღეს ბრიფინგი გამართა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მაუწყებელში მიმდინარე პროცესების დაკვირვებისკენ მოუწოდა. 

მას შემდეგ რაც 2019 წლის 19 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა არხის მოქმედ დირექტორს ნათია კაპანაძეს, ახალი დირექტორის შესარჩევად კენჭისყრა სამჯერ გაიმართა, თუმცა- უშედეგოდ, საბჭომ მაუწყებლის დირექტორი ვერ აირჩია. კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა.

მე-4 კონკურსი კი, მის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 24 სექტემბერს შეჩერდა.