აჭარაში, 93 ათასამდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

აჭარაში ორი დღე გაზი გაითიშება. მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება შეუწყდება 93 ათასამდე აბონენტს. სამუშაოები 10 ოქტომბერს, დილის 6 საათიდან დაიწყება და 11 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

12 ოქტომბერს, დილიდან, გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.