"ადამიანი რეანიმაციაში ხვდება 2-3 დღეში" - გიორგი ფხაკაძე "ლამბდა" შტამზე

" ინდური შტამის შორეული ნათესავია "ლამბდა". ძირითადად, ლათინურ ამერიკაში ვრცელდება,-  აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე.  მისი თქმით, ის უკვე გავრცელებულია 30-ზე მეტ ქვეყანაში და მისი გავრცელების ტემპი საკმაოდ მაღალია.

"ძირითადი 4 ვირუსია და ინდოეთში არის ქვე-ვირუსები. ყველაზე საშიში ვირუსია  K404N, რომელიც მართლა ძალიან საშიშია და ადამიანი რეანიმაციაში ხვდება 2-3 დღეში, ეს ვარიანტები გაგრძელდება, სანამ ჩვენ არ გავაჩერებთ ამ ვირუსს და გაჩერების საშუალება არის ძალიან მარტივი, სამედიცინო პირბადე, არანაირი თავშეყრის ადგილები და ვაქცინაცია," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ "დღის კურიერის" ეთერში.