საქართველოში კორონავირუსი 52-მა ადამიანმა დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით მიხედვით, ვირუსი კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა. ამ დროისთვის, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 52-ს შეადგენს.

ამავე ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, 227-მდე გაიზარდა დაინფიცირებულთა რიცხვიც.

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.