ბოდბეში სასულიერო პირებს ძალადობაში ადანაშაულებენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოდბეში მცხოვრები გია გოგოშვილი, ადგილობრივ სასულიერო პირებს ძალადობაში ადანაშაულებს.

61 წლის კაცის მტკიცებით, გაურკვეველი მიზეზის გამო, მას რამდენიმე სასულიერო პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

„დამიწყეს ცემა. არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, გაქცევა მინდოდა, რაღაცას წამოვედე და წავიქეცი, წაქცეულზე კი რაღაც ჩამარტყეს“, - აცხადებს გია გოგოშვილი.

Report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლი 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.