თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ,,ლუგარიდან" ერთი დადებითი პასუხი მიიღეს

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული ხანდაზმული ქალბატონია. 

როგორც ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი კახა ბეროზაშვილი აცხადებს, მიღებული 29 პასუხიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი, რომელიც სპეციალიზირებულ კლინიკაშია გადაყვანილი სამკურნალოდ. 

გარდა ამისა, კლინიკა ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს კიდევ 10 პირის ანალიზის პასუხს ელოდება.

ამ დროისათვის, ჰოსპიტალში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ სულ 39 პაციენტია.