ადიგენის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყასთან ტყეში ხანძარი გაჩნდა. ამ დორისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყას მიმდებარედ ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

"შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და სოფელში უმოკლეს დროში გამოცხადდნენ პირველი მორეაგირე ჯგუფები. მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო წიწვოვანი ტყის ქვედა საფარზე, ეკალბარდსა და გადაჭრილ ხის კუნძებზე.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მოახერხეს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა და შემდგომში ხანძრის სრულად ლიკვიდირება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადიგენში, სოფელ შოყას მიმდებარედ გაჩენილი ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის სიახლოვეს არ იყო დასახლებული პუნქტი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.