ადიგენში, ინფიცირებული მამაკაცი გამოჯანმრთელების შემდეგ გარდაიცვალა

ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ წახნის საჯარო სკოლის დირექტორი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გამოჯანმრთელების შემდეგ გარდაიცვალა.

64 წლის ავთანდილ ლიპარიშვილს კორონავირუსი, დაახლოებით ორი კვირის წინ დაუდასტურდა.

მამაკაცი მკურნალობის კურსს თბილისში, ჩაფიძის კლინიკაში გადიოდა. რამდენიმე დღის წინ პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაწერეს, თუმცა, თანმხლები დაავადებების გამო, ინსულტი განუვითარდა და 14 დეკემბერს გარდაიცვალა.