აქციაზე გიორგი ვაშაძე დააკავეს

ამ წუთებში პარლამენტთან ,,ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე და ,,ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესო გაზდელიანი დააკავეს. პოლიციამ ისინი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე გაიყვანა. 

მანამდე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. 

report.ge დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.