აფეთქება გაზგასამართ სადგურზე - არიან დაშავებულები

ნუცუბიძის პლატოზე მდებარე, გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კორპუსებში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება გაზგასამართ სადგურზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

ამ ეტაპზე, აფეთქების მიზეზი უცნობია.

აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.