აფეთქება გორის ცენტრში

გორის ცენტრში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რასაც ძლიერი აფეთქების ხმა მოჰყვა.

დამწვრობა მიიღო მძღოლმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივი გამოცემის, Qartli.ge-ს ცნობით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანა გაზზე მუშაობს და მომხდარიც ამას უკავშირდება. eport.ge-ს შსს-ში განუმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.