აფეთქება ქუთაისში - შემთხვევამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრია

ქუთაისში, გაპიონოვის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ აფეთქება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. 

ნგრევას მსხვერპლი არ მოყოლია. არ არიან დაშავებულები.

შემთხვევის ადილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.

ცნობისთვის, აღნიშნული სახლი მე-19 საუკუნის შენობაა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.