აფეთქება საბურთალოზე - როგორია დაშავებულის მდგომარეობა

ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი აფეთქებისას დაშავებული პირი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების განმარტებით მას სხეულის 25% დამწვარი აქვს. ასევე მიღებული აქვს თერმული შოკი.

აფეთქება ნუცუბიძის პლატოზე გაზგასამართ სადგურზე მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.