აფეთქება უფლისციხეში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელნაკეთი ჟანგბადის კომპრესორი აფეთქდა. დაშავდა 3 ადამიანი, თუმცა არც-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის. 

როგორც Report.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოყოლია.

ამ წუთებში შემთხვების ადგილზე მუშაობს პოლიცია.