აფეთქებისას ერთი ადამიანია დაშავებული - PHOTO

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მომხდარი აფეთქების შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანია დაშავებული. ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან report.ge-ს კორესპონდენტი იუწყება. 

აფეთქება, რომელიც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია,საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.