აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ენგურის ხიდს ხსნის

აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ენგურის ხიდს, ხუთი დღით, ცალმხრივად ხსნის.

13-დან 17- ივლისამდე მიმოსვლა, აფხაზეთის რეგიონში დაბრუნების მსურველთათვის, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე აღდგება.

ინფორმაცია report.ge- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ საზღვრები 25 ივნისს ჩაკეტა.