აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსis 58 ახალი შემთხვევა დადასტურა,  2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. 

ტესტირება სულ 484 ადამიანს ჩაუტარდა. 

ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოებში 233 პაციენტია მოთავსებული. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 11469 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 170 პაციენტი, 9782 კი გამოჯანმრთელდა.