აფხაზეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება კიდევ 118 ადამიანს ჩაუტარდა.

მათივე ინფორმაციით, მათგან კორონავირუსი 10 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდგინდა, მათ შორის 87 გამოჯანმრთელდა.

გარდაიცვალა სამი ადამიანი.