აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება  482 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 87-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში 164 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 24-ის მდგომარეობა მძიმეა.

გარდაიცვალა კიდევ ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი. სულ აფხაზეთში კორონავირუსით 86 ადამიანია გარდაცვლილი.

რეგიონში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 6 400-ს, აქედან გამოჯანმრთელდა 4 498.