აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსზე 193 ტესტი ჩატარდა და 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13 487 ადამიანი შეადგინა.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით სულ, აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 214 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 12 905 პაციენტი. 

მათივე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში 20 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 9 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 11-ის საშუალო სიმძიმის.