აგარასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ახალციხეში, სოფელ აგარასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და სატვირთო შეეჯახნენ. დაშავდა ერთი პირი.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტირების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.