თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და შინდისის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის დასახლების, დიდი ხეივნის 2 ქუჩის, დიდი ხეივნის, ხეივნის, გორგასლის, დიმიტრი გულიას, ორთაჭალის, ვლადიმერ წითლანაძის, შავიშვილის, გულუას, უსახელოურის და ახალი რეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის Vკვარტლის, ავეტიკ ისაკიანის და გია რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მკიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ილია ვეკუას, შეშელიძის და ხევძმარის ქუებჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის I, II, IVა მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, რამაზ შენგელიას, დუმბაძის, ალეკო გობრონიძის, ხევძმარის, შეშელიძის, ონის და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და აჩაბეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.