აგვარებს ჯანმრთელობის პრობლემებს, გვაკლებინებს წონაში - ჯადოსნური სასმელის რეცეპტი მარიამ კუკუნაშვილისგან

ცნობილის ბიზნესლედი, მარიამ კუკუნაშვილი საკუთარი სახლის ეზოში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც, როგორც თავად წერს, ერთგვარი საზაფხულო ოფისი მოიწყო. ფოტოზე ასევე ჩანს კოქტეილით სავსე ჭიქა. 

კუკუნაშვილი სოციალური ქსელის გამომწერებს უმხელს, რომ სასმელის ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას აგვარებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს წონაში კლებას.

"ჩემი ზაფზულის ოფისი… ახლა რაც შეეხება ფოტოზე არსებულ სასმელს, რომელიც ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას აგვარებს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და გვეხმარება წონაში კლებაში: ორი ცალი გამოწურული ლიმონი, 40 გრამი ჯინჯერი , ერთი კოვზი მაჩა და 300 გრამი წყალი … რეკომენდირებულია დღეში ორჯერ, დილის იოგასთან ერთად პერმანენტულად და ამასთან ერთად დაუშვებელია სიგარეტი და ყოველგვარი ორგანიზმის დამაბინძურებელი ნივთიერებები.. Back to work and healthy lifestyle ( მაჩა არის იაპონური დაფქული ჩაი Matcha Tea)" - წერს კუკუნაშვილი.