აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენცია განახორციელა, რასაც ქართულმა თავდაცვის ძალებმა 8 აგვისტოს უპასუხეს. 

5-დღიანმა ომმა საქართველოს 412 მოქალაქე შეიწირა. მათ შორის 169 ჯარისკაცი. 

150 000-მდე  პირი შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ იძულებით გადაადგილებული და საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსის მქონე გახდა. 

რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არღვევს "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" შეთანხმებას.