აგვისტოში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევებიდან 10-ის წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარანა ეზუგბაიას ინფორმაციით, 3 აგვისტოდან დღემდე გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან 10-ის ინფიცირების წყარო უცნობია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 3-ის წყარო დაუდგენელია, 1 ლენჯერის კლასტერს განეკუთვნება, 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ორი კი იმპორტირებული შემთხვევაა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1098-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.