"აი, ეს სასწაული მაჩუქა" - რა ფოტოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე - PHOTO

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ფსიქოლოგი წერს, რომ საჩუქარი მიიღო, რომელმაც ძალიან გაახარა.  

"აი ეს სასწაული მაჩუქა ჩემმა ერთადერთმა და განუმეორებელმა ოტია ჩაგელიშვილმა. 

ამ პოზაზე მაშაყირებს სულ, ასე რომ იცი ხელის გაშვერაო და ასე გაგყავსო ადამიანები ჯადოსნურ ბაღში. საყრდენი კედლის მოხატვას ფიქრობდა, მაგრამ გამახსენდა დაუვიწყარი ტკივილები, საოცარი კედლები რომ მაქვს დაკარგული კამარას ოფისების ცვლის კვალდაკვალ. ხოდა ვთხოვე, ტიხარზე დახატე, რომ რაც არ უნდა იყოს, მოხსნა და შენახვა შევძლო და აღარასდროს დავკარგომეთქი. ჯერ არ დაუსრულებია, სახეც დაუმთავრებელია, მაგრამ ჩემთვის ყველაფერია უკვე", - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.