აი შენი საჩუქარი, მა - ანასტასია ბენდუქიძის ემოციური პოსტი

კახა ბენდუქიძის შვილი, ანასტასია ბენდუქიძე სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ემოციური მინაწერით, მამას დაბადების დღეს ულოცავს. 

"აი შენი საჩუქარი დაბდღეზე, მა გილოცავ,"  - წერს ანასტასია Facebook-ზე.

კახა ბენდუქიძეს შვილიშვილი, გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე შეეძინა. 

ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია "ცოდნის ფონდის" დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კახა ბენდუქიძე 20 აპრილს 65 წლის გახდებოდა.