"აიცერი და მოიგეში" 10 000 ლარი გათამაშდა

25 წლის ხათუნა მელიქიშვილმა "აიცერი და მოიგეში" 10 000 ლარი მოიგო. 

ხათუნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში დედ-მამასთან ერთად ცხოვრობს, ის პროფესიით ფინანსისტია და ბანკში მოლარე ოპერატორად მუშაობს.

როგორც თავად ამბობს, გათამაშების შესახებ იცოდა, თუმცა მოგების იმედი არ ჰქონდა.

“გათამაშების შესახებ ინფორმაცია კი მქონდა , მაგრამ მოგება არასდროს გადამიმოწმებია, რადგან მეგონა, მე არასდროს არაფერს მოვიგებდი. სიმართლე გითხრათ, შოკში ვარ, მოგება და თან 10 000 ლარის - ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი“, - ამბობს ხათუნა მელიქიშვილი.