ახმეტაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

ხანძარი შენობის ორივე სართულზე იყო გავრცელებული. 

როგორც report.ge საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. 

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.