ახალ სამგორში მანქანა მოტოციკლს შეეჯახა - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალ სამგორში- მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლს დაეჯახა. დაშავებულია 57 წლის მამაკაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.

როგორც  report.ge-ს შსს-დან განუცხადეს, კანონდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.