ბათუმის ახლადაშენებულ სტადიონზე, პირველი გოლი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გაიტანა. 20 000 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. სტადიონს აქვს გარე განათების სისტემაც, განათების პროგრამული და ტექნოლოგიური მოცემულობა საშუალებას იძლევა სტადიონის გარე ფასადი სხვადასხვა სახითა და ფორმით აინთოს.