ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა საცეცხლე მომზადებაში ვარჯიში გაიარეს

"გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის" წევრები ვასლიჯვარში სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდნდნ. 

მათ 300-მეტრიან სასროლეთზე საცეცხლე მომზადებაში ვარჯიში ჩაუტარდათ. 

სპეციალური ოპერატციების ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ლეგიონის წევრებს გაცნობითი პრეზენტაცია ჩაუტარა და მებრძოლების ინდივიდუალურ აღჭურვილობასა და შეიარაღებას გააცნო. 

ლეგიონის წევრები სტრესულ სროლებში ერთმანეთს შეეჯიბრნენ და გამარჯვებულები სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მონეტით დაჯილდოვდნენ. 

ლეგიონის წევრებმა ბაზაზე სტუმრობისას პირად შემადგენლობასთან ერთად „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.