ახალი ინფიცირებულები საქართველოში აშშ-დან ჩამოვიდნენ - VIDEO

საქართველოში დადასტურებული 7 ახალი შემთხვევიდან, 4 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა, შიდა გადაცემას ადგილი არ ჰქონდა და ამჯერად საქმე გვაქვს ახალ კლასტერთან. პაციენტები საქართველოში აშშ-დან ჩამოვიდნენ. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.