ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და 139 შეადგინა. უახლესი მონაცემები სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე ახლახანს განთავსდა. 

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 456 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 5. კარანტინის რეჟიმში 5206 პირი იმყოფება. ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 571.