ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც საქართველოდანაა - გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ისრაელში კოვიდის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომლის წარმომავლობაც საქართველოდანაა.

"აიცერით!!!
ისრაელში კოვიდის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომლის წარმომავლობაც საქართველოდანაა. ჯერ კიდევ გაურკვეველია ქართული შტამი არის თუ არა დელტაზე უფრო გადამდები და აგრესიული",
წერს ქაშიბაძე ფეისბუქზე. 

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ არავითარი ქართული შტამი არ არსებობს და საქართველოში კორონავირუსის ე.წ. დელტა + დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ისრაელში "დელტა პლიუსის" 12 მატარებელი გამოვლინდა. აქედან უმეტესობა საქართველოდან დაბრუნდა.