ახალი შტამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

ახალი შტამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანმრთელობის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს:

"SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში გამოვლინდა.

იმ რეგიონში, სადაც დადგენილია მუტირებული შტამი, ჰოსპიტალიზაციის სიხშირე გაიზარდა 3-ჯერ, ხოლო ტესტირების დადებითობის მაჩვენებელმა 1%-დან 10.2%-ს მიაღწია. შტამის აღმოჩენას უკავშირდება დაინფიცირების რიცხვის მატება ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი სკოლის ასაკის მოზარდებში. მოსახლეობის აღნიშნული ნაწილი ყველაზე ნაკლებად აცრილია და სოციალურად მეტად აქტიური.

2 დეკემბრისთვის ომიკრონის დადასტურებული შემთხვევები უკვე 27 ქვეყანაში დაფიქსირდა.

გადადების მომატებული უნარი, კრიტიკული მიმდინარეობა, მკვეთრად გაზრდილი რეინფიცირების რისკი - ამ და სხვა საფრთხეების გათვალისწინებით რიგმა ქვეყნებმა არსებული რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცრეს. გაეცანით ომიკრონის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჩვენს ვებ გვერდზე" - აღნიშნულია ინფორმაციაში.